შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქ მალმოში ერთ-ერთ შენობაში სროლებს ჰქონდა ადგილი. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ შვედურ გაზეთ „Sydsvenskan“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს სამი ადამიანი დაიჭრა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილას დაახლოებით 70-100 ადამიანი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ და რა მოტივით განახორციელა სროლები. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.