ლადო პაპავა ჯეჯელავას წინააღმდეგ: „გასაგებია, რომ პრემიერ მინისტრი კრონიზმის სენითაა დაავადებული, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხომ ჰყავს სხვა ლიდერებიც, მათ რაღა დაემართათ?“
14-08-2017, 02:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროფესორი ვლადიმერ პაპავა, რომელმაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტი გასულ წელს დატოვა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისათვის „შეუფერებელ პიროვნებად“ მიიჩნევს, მის განათლების მინისტრობას კი „საერთოდ გაუგებრობას“, ხოლო თბილისის სკოლებში „ვაშლის დარიგების“ პროგრამას კი „კომიკურს“ უწოდებს. ჯეჯელავას მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის გამო პაპავა პრემიერ მინისტრს აკრიტიკებს.

 


„გასაგებია, რომ პრემიერ მინისტრი კრონიზმის (ფავორიტიზმის ერთ-ერთი სახე, ახლობელ-მეგობრებისთვის, კვალიფიკაციის დამოუკიდებლად, უპირატესობის მინიჭება) სენითაა დაავადებული და ამიტომაც ვერ ხედავს მინისტრობისთვის შეუფერებელი თავისი მეგობრის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურობას, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხომ ჰყავს სხვა ლიდერებიც, მათ რაღა დაემართათ? მათი ასაკიდან გამომდინარე, შვილები ჯერ კიდევ სკოლებში უნდა დადიოდნენ და ნუთუ არ ეცოდებათ თუნდაც საკუთარი შვილები ასეთი კურიოზული მინისტრის ხელში? თანაც ამ ინიციატივამ უამრავი კითხვა გაგვიჩინა. მაგალითად, რატომ უნდა დარიგდეს ვაშლები მარტო თბილისში და თანაც მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც ათას ბავშვზე მეტი სწავლობს? რა დააშავეს რეგიონებისა და თბილისის მცირეკონტინგენტიანმა სკოლებმა?“ განაცხადა ვლადიმერ პაპავამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელმაც სკოლებში არამიზნობრივ ხარჯებზეც გააკეთა აქცენტი.

 


„როცა სკოლებში უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა, განათლებისთვის გამოყოფილი თანხა რატომ უნდა დაიხარჯოს იმ საეჭვო პროექტზე, რომელზეც თავად მინისტრსაც კი ეცინება? მისი ეს სიცილი კი მთლიანად ჩვენი საზოგადოების დაცინვაა! „კომბლედან“ ვაშლამდე მისული მინისტრი უკვე სასაცილოც აღარ არის, ის უკვე მავნეც ხდება, ჩვენი შვილების განათლებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ლეგალურად გაფანტვას უპირებს და თანაც ამის შესახებ საზოგადოებას სიცილ-ხითხითით ამცნობს... ერთმა ტაქსის მძღოლმა ჩემთან პირად საუბარში ასე ახსნა ვიცე-პრემიერის ეს ინიციატივა: ეტყობა, მთავრობა ვაშლის დიდ მოსავალს ელის და შიშობს, იგივე არ მოუვიდეს ქართულ ვაშლს, რაც ატამს მოუვიდაო“, განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

 

კომენტარები: 4
#4   მერი
      
ამ კუკუუუუუუუუუუუუუს გავრცელების შემდეგ
ვზივარ გაჩერებაზე ავტობუსს ველოდები ჩემს გვერდით ზის და -ძმა, და ასე 7-8 კლასელი, ძმა 2-3 კლასელი:
ძმა-- ნინო ვაშლებს რომ დაგვირიგებენ ყველა ერთი ზომის იქნება?, თუ ზოგი დიდი ზოგი პატარა?
და--სულ ერთი ზომა როგორ იქნება ბიჭოოო?
ძმა- აბა ვისაც პატარა შეხვდება მეორეს მისცემენ?
და უჰ რა ვიცი აბა??
ძმა-,, დადარდიანებული,,- მგონი ეგ არ უთქვავთ
18 აგვისტო 2017 04:13
#3   medea Khachapuridze
      
ნუთუ ვერ ხვდებით, მიდის საზოგადოების(მომავალი თაობის ) გამოდებილიზაცია. რადგან გაუნათლებელი, დაკნინებული ადამიანები უფრო ადვილი სამართავები არიან.რადგან ყველა ოლიგარქიულ სამყაროს აწყობს ადვილად სამართავი ხალხი. თავიანთ შვილებს კი ,იცოცხკე სათანადო განათლებას მისცემენ. ახია ჩვენზე, შვილებს რომ გვიდებილებენ. რადგან ჩვენ ერთი ფეხებზე მკიდია თაობა გამოვდექით.
17 აგვისტო 2017 23:19
#2   გულა
      
მაგ თანხით ნორმალური პროგრამები და სახემძღვანელოები შეუქმენით ბავშვებს კვირაში ექვს დღეს ვინც აჭმევს ვაშლს მე-შვიდე დღესაც ის შეაჭმევს. ვინც ვერ აჭმევს ერთი დღის ჭმევა არაფერს უშველის. ნორმალური პროგრამები და სახელმძღვანელოები უფრო წაადგებათ მომავალ თაობას.
17 აგვისტო 2017 17:45
#1   ნათელა სამხარაძე
      
ჯეჯელავას კომპეტენტურობასთან დაკავშირებით იგივე აზრის ვარ, თუმცა ხილის შეტანა სკოლებში დადებითად მიმაჩნია, ოღონდ თბილისის ყველა სკოლაში!
14 აგვისტო 2017 11:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი