სეული ჩრდილოეთ კორეაში ტრამპის „ცეცხლისა და მახვილის“ შეტანის პერსპექტივით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ ვაშინგტონმა „სტრატეგიული მოთმინებიდან“ „სტრატეგიულ დაბნეულობაში“ გადაინაცვლა
14-08-2017, 04:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების საკითხების დარეგულირებასთან დაკავშირებით ობამას ადმინისტრაციის დროს არსებული „სტრატეგიული მოთმინებიდან“, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „სტრატეგიულ დაბნეულობაში“ გადაინაცვლა, რითიც ისინიც გაურკვევლობაში არიან. 

 


პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ ისინი შეშფოთებული არიან დონალდ ტრამპის ჩრდილოეთ კორეაში „ცეცხლისა და მახვილის“ შეტანის პერსპექტივით, რაც ფხენიანის მიერ გაკეთებული იმ მუქარის განცხადებას მოჰყვა, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებისთვის შესაძლებლად მიიჩნევდა ოთხი საშუალო და შორს მიმავალი რაკეტის აშშ-ის წყნარი ოკეანის ტერიტორიის, გუამის სიახლოვეს, კუნძულიდან 30 კმ-ის დაცილებით, აშშ-ის ტერიტორიულ წყლებში გაშვებას.

 


ABC-ის ახალი ამბების ჟურნალისტთან ინტერვიუში მრჩეველი აცხადებს, რომ მოვლენების ესკალაცია და სამხედრო გზით განვითარება არ სურს არც პრეზიდენტ მუნს და არც კორეელ ხალხს და ეს არის „შემოწმება და თამაში“ და ახლა საჭიროა „ორმხრივი თავდაჭერილობა“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი