შიშობენ, რომ ასეულობით ადამიანია მოყოლილი მეწყერში სიერა ლეონეს დედაქალაქის სიახლოვეს. წითელი ჯვრის ინფორმაციით, დაღუპულია 312 ადამიანი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი გაიზრდება.
როგორც BBC იუწყება, მძიმე წვიმების შემდეგ ორშაბათ დილით გორაკი მოწყდა და ტალახმა და ქვა-ღორღმა ბევრი სახლი მთლიანად მოიყოლა ქვეშ იმ დროს, როცა შესაძლოა ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ ეძინა.
სიერა ლეონეს ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორ ბოკარიე ფოჰმა განაცხადა: „მოსალოდნელია, რომ ასეულობით გარდაცვლილი ადამიანი იყოს მეწყერში მოყოლილი“.
„უბედურება იმდენად სერიოზულია, რომ მე თვითონ თავს განადგურებულად ვგრძნობ“, უთხრა მან ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.