საფრანგეთის დედაქალაქის, პარიზის აღმოსავლეთით მდებარე სოფელში, პიცერიაში ავტომანქანა შევარდა, რამაც 8 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები აქვს მიღებული რამდენიმე ადამიანს.
BBC-ს ცნობით, ავტომანქანის მძღოლი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სატრანსპორტო საშუალება სეპტ-სორტში კაფეს დააჯახა.
სატელევიზიო არხები აცხადებენ, რომ მძღოლმა ავტომანქანა განგებ დააჯახა დაღმართზე მდებარე კაფეს.
რადიო RTL-ის თანახმად კი 39 წლის მძღოლმა პოლიციას განუცხადა, რომ მას საკუთარი თავის მოკვლა უნდოდა და ავტომანქანაში იარაღიც ჰქონდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.