აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები 14 აგვისტოს ახალციხეშიც გაიხსენეს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქ ახალციხის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო.

ახალციხის მერიის ცნობით, დაღუპულთა მემორიალთან მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ივლიტის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანემ გადაიხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.