სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სეულის თანხმობის გარეშე ჩრდილოეთ კორეის მიმართ სამხედრო ქმედებები ვერ განხორციელდება
15-08-2017, 00:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ძე ინმა სამშაბათს განაცხადა, რომ სეულის თანხმობის გარეშე ჩრდილოეთ კორეის მიმართ სამხედრო ქმედებები ვერ განხორციელდება და მისი მთავრობა ყველა საშუალებით შეეცდება ომის თავიდან აცილებას.

 


„კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო ქმედება მხოლოდ სამხრეთ კორეის მიერ შეიძლება იყოს გადაწყვეტილი და არავის სხვას არ შეუძლია სამხედრო ქმედების განხორციელება სამხრეთ კორეის თანხმობის გარეშე“, განაცხადა მუნმა თავის სიტყვაში, რომელიც ქვეყნის იაპონიის სამხედრო მმართველობისაგან გათავისუფლების 72-ე წლისთავზე წარმოთქვა.

 


„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა საშუალებით დაბოლოკოს ომი“, განაცხადა მუნმა.

 


მუნის განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიმ ჩენ ინმა აშშ-ის ტერიტორიის, გუამის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტილება გადადო და განაცხადა, რომ ცოტა უფრო ხანგრძლივად დააკვირდება შეერთებული შტატების ქმედებებს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

 

 

დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მისი პირველი საჯარო გამოჩენისას, კიმ ჩენ ინმა ორშაბათს ჩრდილოეთ კორეის არმიის სამეთაურო შტაბის ინსპექტირება მოახდინა და განიხილა ოთხი რაკეტის აშშ-ის ტერიტორიაზე, გუამზე გაშვების გეგმა, იტყობინება „როიტერსი“ სახელმწიფო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით.

 


„მან განაცხადა, რომ იანკები [ამერიკელები] შეუპოვრად განაგრძობენ თავიანთ უკიდურესად სახიფათო უგუნურ ქმედებებს კორეის ნახევარკუნძულზე და მის მახლობლად, ამოწმებენ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის თავშეკავებულობის საზღვრებს, ეს უკანასკნელი მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც მან ეს უკვე გამოაცხადა“, აცხადებს ჩრდ. კორეის სახელმწიოფო მედია.

 


ფხენიანის გეგმებმა გუამის სიახლოვეს სარაკეტო დარტყმების თაობაზე რეგიონში დაძაბულობა გაზარდა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ქმედებებს განახორციელებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი