კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
15-08-2017, 03:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის მიერ სპეციალური განცხადების გაკეთება სამშაბათს, 18:00 საათზე იგეგემება.

 


წინასწარი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ დათანხმდება და პარტიებს, არჩევნების ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას შესთავაზებს.

 


უბარიერო საარჩევნო სისტემის იდეას „ნაციონალურ მოძრაობაში“ სატყუარას უწოდებენ, რომელიც მათი აზრით ოპოზიციის მოსყიდვა-გადაბირებას ემსახურება.

 


„ის შემოთავაზება, რაც გუშინ არაფორმალურად გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, არის სრულიად არასერიოზული. ამას, სატყუარას გარდა ვერაფერს დავარქმევთ, რომელიც მიზნად ისახავს შევარდნაძის დროინდელი პარლამენტის დაბრუნებას საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო გააუცხოებს პოლიტიკოსებს ხალხისგან და ბიძინა ივანიშვილს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი კიდევ უფრო მარტივად მოისყიდოს და მართოს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 


ხელისუფლებას კონკრეტულ შეთავაზებაზე ჩამოყალიბებას ურჩევს „ედპ“-ის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინიციატივის გაჟღერებით ოპოზიციის დამოკიდებულების გარკვევა სცადა.

 


„ბოლო ბოლო ჩამოყალიბდნენ, არიან თუ არა მზად ქვეყანაში ისეთი კონსტიტუცია გვქონდეს, სადაც შესაძლებელი იქნება არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობის დამკვიდრება“, აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

 


პოლიტიკური გაერთიანების „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარე კი ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერი არა ცალკე აღებულ ცვლილებად, არამედ სხვა ცვლილებებთან ერთად პაკეტში უნდა იქნას განხილული.

 


„თუ ამგვარი შემოთავაზება იქნება, ალბათ ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ მათ შორის რეალურად არის შეთანხმებული მინიმუმ 113 დეპუტატთან, რომ ისე არ მოხდეს, როგორც იყო ერთი წლის განმავლობაში, რომ საკონსტიტუციო კომისია რაღაც პირობებს ადგენდა და მერე აღმოჩნდა, რომ მათ თურმე ხმები არ ჰყოფნიდათ ამისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი განხილულ უნდა იქნას პაკეტში და ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ხელისუფლებისგან თუ რა პაკეტით წარდგება ის“, უთხრა „რუსთავი 2“-ს ზურაბ ხარატიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი