ივანიშვილი მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციის დაცლისკენ მოუწოდებს
21-04-2015, 06:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციის დაცლისკენ მოუწოდებს.


ბიძინა ივანიშვილის თქმით საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა და 10 000 კვადრატული მეტრის შენობა ტყუილად არ უნდა ცდებოდეს.


„ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფო გვაქვს, თამაშის წესებს უნდა დაემორჩილოს ყველა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტიც. მან უნდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია. 10 ათასი კვადრატული მეტრის შენობა ტყუილად არ უნდა ცდებოდეს. ჩვენ გაჭირვებული სახელმწიფო ვართ და ამის ფუფუნება არ გვაქვს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციიდან გადასვლას არ აპირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე მთავრობას ოფიციალური ინფორმაცია 2014 წლის ივლისში მიაწოდეს.


თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე მდებარე რეზიდენცია ექსპლუატაციაში უკვე მიღებულია, შემდეგი ეტაპი კი შენობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადაცემაა. მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებით, რეზიდენცია პრეზიდენტისთვის იყო გათვლილი და სამუშაოებიც პრეზიდენტისთვის საჭირო სტანდარტების მიხედვით შესრულდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი