ირანის პრეზიდენტმა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ იმ შემთხვევაში თუკი შეერთებული შტატები რაიმე ახალ სანქციებს დაუწესებს, თეირანი „რამდენიმე საათში“ განაახლებს თავის ბირთვულ პროგრამას.
როგორც BBC იუწყება, ჰასან რუჰანიმ ასევე თქვა, რომ პროგრამა უფრო მოწინავე იქნება, ვიდრე ეს 2015 წელს იყო, იმ დროს, როცა მსოფლიო სახელმწიფოებთან შეთანხმების საფუძველზე ირანმა თავისი ბირთვული აქტივობები შეზღუდა.
ირანი აცხადებს, რომ ცალმხრივი ამერიკული სანქციები, რომლის სამიზნეც მისი ბალისტიკური სარაკეტო პროგრამაა, არღვევს შეთანხმებას. აშშ კი ამბობს, რომ ირანის სარაკეტო გამოცდები არღვევდა გაერო-ს რეზოლუციებს.
გაეროს რეზოლუციამ მოიწონა ბირთვული შეთანხმება და მოუწოდა ირანს „არ წამოეწყო რაიმე ქმედება, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ბალისტიკურ რაკეტებთან, რომელთაც ბირთვული ქობინების გადატანა შეეძლებოდათ“.
ირანი აცხადებს, რომ რაკტები, რომელიც მან გამოსცადა, არ არის განსაზღვრული იმისათვის, რომ გადაიტანოს ბირთვული ქობინები და დაჟინებით ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა სრულიად სამშვიდობო ხასიათისაა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა მუქარით, რომ გამოვიდოდა ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან და იანვრის ბოლოს სარაკეტო გამოცდის შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ აშშ უკვე „აღარ დახუჭავს თვალს ირანის მტრულ და აგრესიულ ქმედებებზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.