ზიმბაბვეს პირველი ლედი გრეის მუგაბე სამხრეთ აფრიკის სასამართლოში სამშაბათს, მოგვიანებით გამოცხადდება მას შემდეგ, რაც გავრცელებული ცნობებით, მან იოჰანესბურგის სასტუმროში 20 წლის მოდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც BBC იუწყება, 52 წლის პირველ ლედის 20 წლის ქალი ბრალს სდებს იმაში, რომ ქალბატონმა მუგაბემ მას სახეში გაარტყა. ახალგაზრდა მოდელმა სოციალურ მედიაში თავისი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ თავის არეში დაზიანება აქვს მიღებული.
სამხრეთ აფრიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფიკილე მბალულამ ჟურნალისტებს განუცხადა: „იგი არ არის დაპატიმრებული, რადგან თანამშრომლობს სამართალდამცველებთან და თავად გამოცხადდა პოლიციაში“.
გავრცელებული ინფორმაციით თავდასხმა, რომლის მიზეზიც უცნობია, კვირა საღამოს მოხდა.
ზიმბაბვეს ინფორმაციის მინისტრმა კრისტოფერ მუშოვემ BBC-ს განუცხადა, რომ იგი ბრალდებებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იმყოფება.
ზიმბამბვეს მედიის ცნობით, ქალბატონი მუგაბე სამხრეთ აფრიკაში, გასულ თვეს საგზაო შემთხვევისას დაზიანებული კოჭის სამკურნალოდ იმყოფებოდა, როცა სავარაუდო თავდასხმას ჰქონდა ადგილი.
რადგანაც ზიმბაბვეს პირველი ლედი სამხრეთ აფრიკაში კერძო ვიზიტად იმყოფება, შესაძლოა მას დიპლომატიური იმუნიტეტი არ იცავდეს.
ქალბატონ მუგაბეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.