2014-2017 წლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ასფალტისა და ბეტონის საფარი დაიგო ქალაქის შიდა ქუჩებზე, სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე.

როგორც GUARDIAN.GE-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამჟამად საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის გზების შემდეგ მონაკვეთებზე:
1. სოფ. ზედა საზანო-26 მაისის დამაკავშირებელი გზის 2,5 კმ-იანი მონაკვეთი-ბეტონის საფარით მოწყობა;

2. ქ. თერჯოლაში რუსთაველის ქუჩის II ჩიხი-გზის რეაბილიტაცია-ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, 1,1 კმ;
3. სოფ. ჩხარი-გოგნის დამაკავშირებელი გზა-ბეტონის საფარით მოწყობა, 2 კმ;

4. თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზა- ბეტონის საფარით მოწყობა, 3 კმ;
5. სოფ. გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის დამაკავშირებელი გზა-ასფალტის საფარის მოწყობა, 2,3 კმ.
თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თემურ ქოჩიაშვილის განცხადებით, ყველა ეს პროექტი, რომლებზეც საერთო ჯამში სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

1. სოფ. ღვანკითი-ტელეფას დამაკავშირებელი გზის მოასფალტება, 2,2 კმ;
2. სოფ. ძევრი-ზედა სიმონეთის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, 1,5 კმ;
3. ქ. თერჯოლაში ლესელიძის ქუჩაზე დაზიანებული საავტომობილო გზის ნაპირსამაგრი სამუშაოები-დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ-პროექტის ღირებულება 129 000 ლ-პერიოდი 15.05.2017წ-23.06.2017წ;
4. ქ. თერჯოლაში მრავალბინიანი სახლების ეზოების მოპირკეთება ა/ბეტონის საფარით.
თერჯოლის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება სამუშაოების დაწყება შემდეგ მონაკვეთებზე:
1. სოფ. ჭოგნარში ბაზილიკამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, 1,2 კმ;
2. სოფ. ზედა სიმონეთში ეკლესიამდე მისასვლელი გზისა და ქ. თერჯოლაში გოფანდის ეკლესიაზე მისასვლელი გზის მოწყობა ბეტონის საფარით, 0,9 კმ;
3. ქ. თერჯოლა-ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, 2 კმ;
4. სოფ. ჩხარი ძევრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, 2 კმ;
5. სოფ. ეწერში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, 1. 5 კმ;
თერჯოლის გამგეობის პრესსამსახური წინა წლებში, კერძოდ 2014-2016 წლებში განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხასაც აქვეყნებს.

1. სოფ. ალისუბანი-სკანსოფელი ალისუბანი-სკანდის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა (დასრულება), 3.5 კმ
2. ღვანკითი-ტელეფა-რუფოთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება, 2.2 კმ
3. ქ. თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება, 1.2 კმ
4. ჩხარი-გოგნის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, 2.7 კმ

5. სოფ. ძევრი-ზედა სიმონეთის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, 2.5 კმ
6. ავტობანი-სოფ. ბარდუბანის დამკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, 2, 5 კმ

1. სოფელი ბარდუბანი–ზედა სიმონეთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება, 3.2 კმ
2. ქ. თერჯოლა - ტელეფის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება (დასრულება), 0.4 კმ
3. სოფ. ჩხარი-ზედა ალისუბნის დამაკავშირებელი 4 კმ-იანი გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობა, 3.3 კმ

4. ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, 3.5 კმ

1. ქ. თერჯოლა-ტელეფის დამაკავშირებელი გზის ასფალტირება, 1,2 კმ;
2. ქ. თერჯოლაში ლესელიძის ქუჩის ასფალტირება, 1.9 კმ
3. ქ. თერჯოლაში 9 აპრილის ქუჩის ასფალტირება, 1,4 კმ;
4. ქ. თერჯოლაში ოთხი ძმის ქუჩის ასფალტირება, 1,4 კმ;

5. სოფელ გოგნში ტაძრის ასასვლელიდან ტაძრამდე მისასვლელი ბეტონის გზის მოწყობა, 2 კმ;
6. სოფ. ოდილაურის ცენტრამდე მისასვლელი გზის ასფალტირება, 1,2 კმ;
7. სოფ. გოდოგანში ხორხის უბანში მისასვლელი ბეტონის გზის მოწყობა, 2,3 კმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.