ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებით, ტურიზმის განვითარება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ცხრაჯვარზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სადაც უკვე რამდენიმე დღეა შესაბამისი დოკუმენტაციის მოსამზადებლად საპროექტო-საინჟინრო კვლევების ჩატარება მიმდინარეობს.
„ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით დაგეგმილია ნაქერალას ქედზე, „ცხრაჯვარი“-ს მიმართულებით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აქტიურად მუშაობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, მთავრობის განკარგულების შეაბამისად, პირველ ეტაპზე ახორციელებს „ცხრაჯვარი“-ს მიმართულებით დაახლოებით 5კმ-იანი გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას, პროექტით ასევე იქნება გათვალისწინებული გარე განათების, მოაჯირებისა და პარკინგის მოწყობაც.
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მიმდინარე აზომვით სამუშაოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, გიორგი ლომთაძე, გამგებლის წარმომადგენელი ტყიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, კობა გიორგაძე და ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ტყიბულის ბიუროს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ წიქრიძე ადგილზე გაეცნენ.
მთავრობის მხარდაჭერით, სახელმწიფო სტრუქტურებში ამჟამად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ტურიზმის განვითარების გეგმის შედგენა და საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმარება“, აცხადებენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.