სულ მცირე 600 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება და დაახლოებით ოთხასის სიკვდილი დადასტურებულია მას შემდეგ, რაც მეწყერმა და წყალდიდობამ გაანადგურა სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნის ნაწილები, განუცხადა პრეზიდენტის წარმოამდგენელმა BBC-ს.
პრეზიდენტმა ერნესტ ბაი კორომამ უფრო ადრე „გადაუდებელი დახმარების“ საჭიროების შესახებ გააკეთა მოწოდება, განაცხადა რა რომ მთელი დასახლება აღგვილია მიწისაგან პირისა.
„წითელმა ჯვარმა“ დაახლოებით 400 ადამიანის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ გადარჩენილების მოძებნის შანსები სულ უფრო მეტად კლებულობს.
იმისათვის რომ მორგებში ადგილები გაათავისუფლონ, ოთხშაბათს სტიქიის მსხვერპლთა მასობრივი დაკრძალვა იგეგემება.
პრეზიდენტის წარმომადგენელმა აბდულაი ბარაიტეიმ BBC-ს განუცხადა, რომ ტალახიდან და ქვა-ღორღიდან ცხედრების ამოყვანა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„ახლა მთელი საზოგადოება გლოვობს. 600 ადამიანზე მეტი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება“, განაცხადა მან.
რეგენტში, გორაკის ძირში მთელი დასახლება მიწაში ჩაიმარხა მას შემდეგ რაც ძლიერი წვიმების შემდეგ ორშაბათს, გამთენიისას, როდესაც ადამიანების უმრავლესობას ჯერ კიდევ ეძინა, „შუგა ლოუფის“ მთა მოწყდა.
რეგენტის დასახლებაში მისული ქვეყნის პრეზიდენტი კორომა ცრემლებს ვერ იკავებდა. მან თქვა, რომ ამ უბედურებამ „გაგვანადგურა ჩვენ“.
„მთელი დასახლება მიწისაგან პირისა არის აღგვილი. ჩვენ დაუყოვნებელი დახმარება გვჭირდება“, განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.