ხურჩაში ოთხშაბათს ახალი მავთულხლართები გამოჩნდა. ტერიტორიას, რომელიც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, გასულ კვირას მავთულხლართებით შემოღობეს, დღეს ახალი ხაზი მიემატა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
როგორც სამაუწყებლო კომპანია იუწყება, მცოცავი ოკუპაციის გამო, ბოლო დღეებში, საოკუპაციო ხაზში, კიდევ 2 ჰექტარი მიწა მოექცა, სადაც საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის ბაღები მდებარეობდა.
„ფაქტობრივად დასრულდა 2 ჰექტარის ბორდერიზაციის პროცესი. ბოძები იყო, ახლა უკვე ბოლომდე არის მავთულხლართები გავლებული. ფაქტობრივად ის ორი ჰექტარი მიწა ჩვენი მიუწვდომელია და ძველებურად ვერ დავამუშავებთ”, განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ბადრი ხუჭუამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.