ტრამპი სამშენებლო რეგულაციებს ამარტივებს და აშშ-ის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 1 ტრილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს
16-08-2017, 04:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის პრეზიდენტმა გააუქმა წესები, რომელიც წყალდიდობისკენ მიდრეკილ ადგილებში მთავრობის მიერ დაფინანსებულ სამშენებლო პროექტებზე გარემოსდაცვით განხილვებს და შეზღუდვებს ეხებოდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მოძველებული ინფრასტრუქტურის გასაახლებლად ტრამპის 1 ტრილიონ აშშ დოლარის დახარჯვის გეგმის ნაწილია.

 


როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, ტრამპის ბოლო საპრეზიდენტო განკარგულება დააჩქარებს ნებართვების გაცემას ავტომაგისტრალების, ხიდების, ნავთობსადენების და სხვა მთავარი სამშენებლო მიმართულებებით. ის აუქმებს ობამასდროინდელ საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელიც სამშენებლო სფეროში, ზღვის დონის ზრდისა და კლიმატის ცვლილებებისაგან გამოწვეული სხვა შედეგების ასპექტებს ითვალისწინებდა.

 


„ეს იქნება ძალიან სწრაფი, გამარტივებული და დაჩქარებული პროცედურა. და ყოველი შემთხვევისთვის, თუკი ის არ შეესაბამება გარემოსდაცვით უსაფრთხოების ზომებს, ჩვენ არ დავამტკიცებთ მას - ძალინა მარტივია“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ იორკში „ტრამპ თაუერში“ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 


ბიზნეს ჯგუფები რეგულაციების გამარტივებას და დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემას მიესალმნენ, მაშინ როცა გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს პრეზიდენტის განკარგულება, განაცხადეს რა, რომ ეს „კლიმატურ კატასტროფას“ გამოიწვევს.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაცია 200 მილიარდ სამთავრობო თანხას წარმოადგენს 10 წლის განმავლობაში იმ მიზნით, რომ 1 ტრილიონი საზოგადოებრივი და კერძო ინფრასტრუქტურის ხარჯები მიიღოს.

 

კომენტარები: 1
#1   Ronda
      
References:


5 bodybuilding

References:
https://md.inno3.fr/s/jR2JAZn83
1 აპრილი 2026 03:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი