„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წარადგინა.
ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა დაასახელა და თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მასშტაბური საპორტესო აქციების ფონზე ჩატარდება და ამ პროცესს სათავეში ირმა ინაშვილი ჩაუდგება.
ინაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველმა ამორჩეველმა არჩევნების მიმართ იმედი დაკარგა და ამგვარი ნიჰილიზმის დამკვიდრებაში მან ბრალი „ქართულ ოცნებას“ დასდო, განაცხადა, რომ ის რაც მმართველმა პარტიამ განახორციელა, არის ღალატი ყველა იმ იდეალისა, რომლისთვისაც ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით 2012 წელს იბრძოდა.
„მე აქტიურად ვმონაწილეობდი საარჩევნო სისტემის განხილვის პროცესში. ხელისუფლებასთან ერთად მთელი საქართველო მოვიარე. შევხვდით ხალხს, ვისაუბრეთ და ვიკამათეთ ბევრი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი სპექტაკლია. „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი შეცვალა. ჩვენ აღარ გვინდა თეატრალური პოლიტიკა. პოლიტიკა სპექტაკლი არ არის. იქ 25 წელია მერები და გამგებლები უხეშად ერევიან არჩევნებში, მანიპულირებენ საარჩევნო სიებით და აშინებენ ამომრჩეველს. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ახლა მერი ღიად და დაუფარავად გამოართმევს საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა სიას, მერე დაუვლიან ყველას და ეტყვიან, რომ თუკი ირმა ინაშვილს მისცემენ ხმას, სოციალურ დახმარებს მოუხსნიან“, განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.