"მარგველაშვილი ან დაეთანხმება "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას, ან არადა, დაემშვიდობება პრეზიდენტის პოსტს"!
21-04-2015, 07:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიახ, ამ თითქოსდა მეორეხარისხოვან საკითხში "ქართული ოცნების" მმართველმა გუნდმა (როგორც მთავრობაში, ისე პარლამენტში) უკან არ უნდა დაიხიოს და იმოქმედოს პრინციპულად, რათა კანონიერად, სამართლიანად გადაწყდეს ეს პრობლება, რომელიც წარმოიშვა მარგველაშვილის მიერ პოლიტიკური გუნდისთვის (ვინც "გააპრეზიდენტა" იგი!) მიცემული სიტყვის გატეხვის გამო! დიახ, მარგველაშვილმა გაპრეზიდენტებამდე პოლიტიკურ თანამოაზრეებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას სიტყვა მისცა, რომ "ნასააკაშვილისეულ" ავლაბრის სასახლეში არ შევიდოდა და ამ რეზიდენციას – "ბოროტრბის ბუდე" უწოდა, – რაც გაპრეზიდენტების შემდეგ დაარღვია და "გადაბარგდა" იქ!.. ამ საკითხის, მორალურ მხარეზე კომენტარი თქვენთვის მომინდვია! რაც შეეხება, საკითხის პოლიტიკურ შემადგენელს, აქაც, მარგველაშვილის "ყოფნას" ავლაბრის სასახლეში გამართლება არა აქვს და აი რატომ, პრეზიდენტის არსებული რეზიდენცია, სადაც დღეს პრეზიდენტი მარგველაშვილი ფუნქციონირებს, არ შეესაბამება მის ახლანდელ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს. დიახ, მას შემდეგ რაც 2010 წელს განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები (სააკაშვილის მიერ, როცა მან 10 თვით გაიხანგრძლივა პრეზიდენტობა და ემზადებოდა "პრემიერ–მინისტრობისთვის"!), რომლებიც ამოქმედდა 2013 წლიდან, – პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და შესაბამისად, არც ქვეყნის ერთპიროვნული ლიდერი (საპრეზიდენტოდან, საპარლამენტო რესპუბლიკისკენ "მიმავალი " ცვლილებები)! ასე რომ, ეს არსებითი პოლიტიკური ცვლილებებია, რომელებიც სხვადასხვა სახით ყველა შემთხვევაში აისახება სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ამის უარყოფა გამოიწვევს დიდ პრობლემებს სახელმწიფოს სრულყოფილად მართვის პროცესში! დარჩა საკითხის ეკონომიკური მხარე (სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ხარჯების გაღება უწევს მის "შენახად", სასახლის მასშტაბიდან გამომდინარე) და მისი გადაჭრისათვის საჭიროა, რომ ხელისუფლებამ ავლაბრის სასახლეს მოუძებნოს ის ფუნქცია (რაც არ ხერხდება ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის შემთხვევაში, რომელიც მკაცრად ერთი მაღალი რანგის პოლიტიკურ პირზეა გათვალისწინებული), რომელიც, ჩვენს სუბრეგიონში დღეს არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეფექტიან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს ბიუჯეტს!.. მოკლედ, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მარგველაშვილი ან დაეთანხმება "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას, ან არადა, დაემშვიდობება პრეზიდენტის პოსტს!!!


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი