დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ არ ყოფილა ეკვივალენტურობა ფაშისტებსა და მათ შორის, ვინც მათ ეწინააღმდეგებოდა - იშვიათი საყვედური, როგორც ამას „როიტერსი“ წერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მისი ერთ-ერთი ყველაზე უახლოესი უცხოელი მოკავშირისაგან.
საუბარი ეხება ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეთა მიერ მოწყობილ არეულობებზე ტრამპის მიერ გაკეთებულ შეფასებას, სადაც მან ძალადობაში ორივე მხარე თანაბრად დაადანაშაულა.
„არ არის ეკვივალენტობა, მე ვერ ვხედავ ეკვივალენტობას მათ შორის, ვინც გვთავაზობს ფაშისტურ შეხედულებებს და მათ შორის, ვინც ეწინააღმდეგება მათ და მე ვფიქრობ,
მნიშვნელოვანია,თანამდებობაზე მყოფმა ყველა პასუხისმგებლობის მქონე პირმა დაგმოს ულტრა-მემარჯვენე შეხედულებები, სადაც არ უნდა მოვისმინოთ ისინი“, განუცხადა მეიმ ჟურნალისტებს ტრამპის პოზიციის კომენტირებისას.
ტრამპის მიერ შარლოტსვილის ძალადობაზე გაკეთებულმა შეფასებამ ტრამპის დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის გაუქმების შესახებ საუბრები განაახლა.
„სრულიად მცდარი იქნებოდა ამ კაცის [ტრამპის] სახელმწიფო ვიზიტად დიდ ბრიტანეთში ჩამოსვლა“, განაცხადა ოპოზიციური ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვინს ქეიბლმა.
ტერეზა მეიმ დედოფლის მიერ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტად მოწვევის თაობაზე ტრამპს მიმდინარე წლის დასაწყისში ვაშინგტონში სტუმრობისას მოახსენა, თუმცა თარიღი ჯერაც არ არის დადგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.