თბილისის მთაწმინდის რაიონში მკვლელობა მოხდა. თვითმხილველებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოტოციკლისტმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ქვეითად მოსიარულეს ესროლა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი.
მკვლელობა ჭონქაძის ქუჩის 22 ნომერთან, ოთხშაბათ საღამოს 6 საათის შემდეგ მოხდა და შემთხვევის ადგილას ამჟამად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.