ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტის ადგილზე რომ ვიყო, ავლაბრის რეზიდენციას დავტოვებდი
21-04-2015, 07:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის იძულებითი წესის გადაყვანაზე საუბარი, პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხმყოფელია.


ღარიბაშვილმა ყველას მოუწოდა, რომ ამ კონტექსტში საუბრისგან თავი შეიკავონ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა და დაკნინება მისთვის მიუღებელია.


პრემიერის განცხადებითვე, ის რომ მარგველაშვილის ადგილზე იყოს, ათონელის რეზიდენციაში გადავიდოდა, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, საკუთარი ნებით უნდა მიიღოს.


ღარიბაშვილმა ის მიზეზიც განმარტა, რის გამოც ათონელის რეზიდენციის რეაბილიტაცია დაიწყო.


„როცა იძულებით წესით გადაყვანაზე საუბრობთ, ეს ძალიან დამაკნინებელია. ეს ჩემთვის პირადად ყოვლად მიუღებელია და ძალიან გთხოვთ ყველას, რომ დღეს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტზე ასე საუბარი არ შეიძლება, თითქოს მისი გადმოყვანა იძულებით მოხდება. არამც და არამც ასე არასოდეს არ მოხდება. ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა მან გადაწყვიტა და სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარმილიარდიან სასახლეში გადავიდა. ამ სასახლის მიმართ ჩვენ ყოველთვის უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება გვქონდა, ასეთივე პოზიცია ჰქონდა პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ათონელის რეზიდენციის რემონტი დავიწყეთ, რომელზეც 28 მილიონი დაიხარჯა. ეს რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს და ეს მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს. მე მის ადგილზე რომ ვიყო, ნამდვილად ათონელის რეზიდენციაში გადავიდოდი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერის განცხადებითვე, ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციის რეაბილიტაციის შემდეგ, სრულიად ბუნებრივად დაისვა ის საკითხი, თუ რა ფუნქცია ექნებოდა იმ შენობას, რომელშიც სახელმწიფომ 28 მლნ დახარჯა.


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოზიციები არაერთხელ შეიცვალა და სწორედ ამიტომ, მთავრობამ მას საბოლოო პასუხისა და პოზიციის გასაგებად მიმართა.


თბილისში, ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირაა დასრულდა. რეზიდენცია, რომლის სარემონტო სამუშაოებიც 26-მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, 20 აპრილიდან ექსპლუატაციაში შევიდა, თუმცა, შენობის შემდგომი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია და მასზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი