მარტვილის მუნიციპალიტეტში ხუნწისა და ნაგვაზაოს დამაკავშირებელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მეორე ფენა დაიგო
17-08-2017, 01:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწისა და სოფელ ნაგვაზაოს დამაკავშირებელი გზის 3 905 მეტრის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მეორე ფენა დაიგო, ასევე მოეწყო დამხმარე ნაგებობი (ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემები, მილხიდები და სხვა).

 


ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

 


მათი ცნობით, სამუშაოებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია, ინფრასტრუქურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

 


პროექტის ღირებულება 831 381 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „მარტვილავტოგზა“-მ შეასრულა.

 


ნაგვაზაო - ხუნწის გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები 95%-ით არის შესრულებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი