„ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა, რომლის კომპანია „ფსიქოპროექტი“ მმართველი ძალისთვის შიდა კვლევებს ატარებს, ამბობს, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ მათ „ქართული ოცნებისთვის“ კვლევა ჩაატარეს და პირველ ადგილზე გავიდა კახა კალაძე 40%-მდე მხარდაჭერით, მეორე ადგილი დაიკავა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ელენე ხოშტარიას პროცენტები დაახლოებით ერთნაირი იყო.
ბიგვავა თბილისში მეორე ტურს არ ვარაუდობს, თუმცა თუ პროცესები სხვაგვარად განვითარდა, მისი აზრით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, „კახა კალაძისთვის მეორე ტურში ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს ელენე ხოშტარია და არა უდუმაშვილი და ელისაშვილი, რომელთაც კალაძე „ადვილად მოუგებს“.
„ნდობის რეიტინგი შევადგინეთ, კალაძე პირველ ადგილზეა და მისი რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ყველა დანარჩენის. მეორე ადგილზე ელისაშვილის ნაცვლად უდუმაშვილია. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი ვერ აჭარბებდა კალაძის რეიტინგს. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ბევრი იყო, 30%-ზე მეტი. ამ კვლევამ არ აჩვენა, რომ მეორე ტური იქნება თბილისში, კალაძეს აქვს შანსი, პირველსავე ტურში მოიგოს. კვლევისას არსებობს ალოკაციის მეთოდი, რომლითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ის ხალხი, ვისაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს არჩევანი, საით გადაიხრება. ჩვენი კვლევით, გადამწყვეტად დიდი პროცენტი სახელისუფლებო კანდიდატებისკენ გადაიხრება. როცა ვეკითხებოდით, იმისდა მიუხედავად, თქვენ ვის აძლევთ ხმას, თქვენი აზრით, რომელი პარტიის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ, 62% ამბობდა, რომ „ოცნების“ კანდიდატები“, განაცხადა ბიგვავამ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას.
გარდა ამისა, ბიგვავა ამბობს, რომ მათ კვლევაში ოპოზიციის პროცენტების საერთო ჯამი კალაძის მაჩვენებელს არ აღემატებოდა და თან, მათი კვლევით, მეორე ტურის ალბათობა მინიმალური იყო, რადგან მეორე არჩევანის შემთხვევაში უმეტესობა „ოცნებას“ უჭერდა მხარს.
ბიგვავა, ასევე, საუბრობს, რომ მათ პარტიების რეიტინგიც გამოიკვლიეს და პირველ ადგილზე გავიდა „ოცნება“, მეორეზე - „ნაციონალები“, მესამეზე - „ევროპული საქართველო“, ბარიერს გადალახავენ „პატრიოტთა ალიანსი“ და ალბათ „ლეიბორისტებიც“. ამბობს, რომ მისთვის გასაკვირი იყო, მაგრამ „ნაციონალებს“ „ევროპული საქართველო“ მხოლოდ ძალიან მცირედით ჩამორჩებოდა“, წერს „რეზონანსი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.