ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ოთხშაბათ საღამოს საკუთარი სახლიდან იქნა აყვანილი, პატიმრობიდან გაათავისუფლა და იგი ახლა მის სახლში იმყოფება, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ე.წ. პროკურატურაში დაკითხვაზე ისევ არის დაბარებული, აპირებს, რომ ადვოკატი აიყვანოს.
რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ახალგორში თამარ მეარაყიშვილი ოთხშაბათ საღამოს დააკავეს და ცხინვალის ე.წ. პროკურატურიდან პარასკევს, გამთენიისას გაათავისუფლეს.
სამოქალაქო აქტივისტს ბრალი ედება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის ერთ-ერთი თანაპარტიელის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.