ღარიბაშვილი: შავლიაშვილის თანამდებობის დატოვების მიზეზი არის ის, რომ მას თანდაყოლილი ძალიან სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა
21-04-2015, 07:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დავით შავლიაშვილს სერიოზული თანდაყოლილი დაავადება აღმოაჩნდა, რაც, მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა.


ღარიბაშვილის განცხადებითვე, შავლიაშვილმა თანამდებობის დატოვების თხოვნით მას დაავადების აღმოჩენისთანავე მიმართა, თუმცა საქართველოში არსებული რთული ვითარების გამო, მან მინისტრის პოსტზე დარჩენა და პირველი კვარტალის მუშაობის წარმატებით დასრულება გადაწყვიტა.


„თანამდებობის დატოვების მიზეზი არის ის, რომ მას თანდაყოლილი ძალიან სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა. ეს დეკემბერში გამოვლინდა, როდესაც მას პირველი შეტევა ჰქონდა. ამის შემდეგ, მან 4 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მომმართა თხოვნით, რომ გადამდგარიყო, მაგრამ ვინაიდან ლარის დევალვაციიდან გამომდინარე, საქართველოში რთული ვითარება იყო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ პირველი კვარტალი ძალიან წარმატებულად დასრულებულიყო, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადამდგარიყო და პირველი კვარტალი მართლაც წარმატებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ მის სამინისტროს 107%-იანი შესრულება ჰქონდა, რაც მისი დამსახურება იყო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ღარიბაშვილის განცხადებითვე, შავლიაშვილის გადაწყვეტილება მისთვის საწყენია, თუმცა დააკმაყოფილებს მას, რადგან საქმე მის ჯანმრთელობას ეხება.


„მიუხედავად იმისა, რომ მეწყინა, მე გავიზიარე და რა თქმა უნდა, მას ვეღარ დავაძალებდი და ვეღარ ვთხოვდი, რომ დარჩენილიყო და მუშაობა გაეგრძელებინა, რადგან ეს მის ჯანმრთელობას შეეხებოდა“, - განაცხადა პრემიერმა.


დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მიმართა. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი