დიდი ბრიტანეთის მთავრობა „ბრექსიტის“ შემდეგ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას გეგმავს, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების იმ ვიზიტორებს, რომლებსაც ენდომებათ სწავლა, მუშაობა ან დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად დარჩენა, ამის ნებართვის მისაღებად პროცედურების გავლა მოუწევთ. ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
ამჟამად ევროკავშირის მოქალაქეებს ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეუძლიათ ბრიტანეთში ცხოვრება და მუშაობა.
მიუხედავად ამისა, როგორც BBC წერს, მინისტრების წინაშე დაისმება შეკითხვები, იქნება თუ არა უკანა კარები ღია ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ბრიტანეთში შესასვლელად და როგორ შეაჩერებს და გააკონტროლებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო უვიზო ვიზიტორებს და მათი უფრო ხანგრძლივად დარჩენისა და სამუშაოზე მოწყობის საკითხებს.
დიდი ბრიტანეთის ახალი საიმიგრაციო სისტემის კონტურები შემოდგომისთვის უნდა გამოიკვეთოს. მაგრამ „თაიმსი“ წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ახალი სისტემა მას შემდეგ ამოქმედდება, რაც დიდი ბრიტანეთი 2019 წლის მარტში დატოვებს ბლოკს და მათთვის, ვინც ამის შემდეგ შევა ბრიტანეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროში დარეგისტრირების შემდეგ, თავდაპირველად ნებადართული იქნება მუშაობა შეზღუდვების გარეშე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.