10 წლის ინდოელმა გოგონამ, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი აღმოჩნდა და რომელსაც ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ აბორტის გაკეთების უფლება არ დართო, გოგონა გააჩინა.
ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
გოგონასთვის არასდროს უთქვამთ, რომ იგი ორსულად იყო და არ იცოდა, რომ ბავშვი გაუჩნდებოდა.
მშობიარობას, საკეისრო კვეთით, სამთავრობო საავადმყოფოში, ქალაქ ჩანდიგარში, ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 09:22 საათზე ჰქონდა ადგილი. ჩვილი 2.5კგ-ს იწონის.
ორთავე, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
გოგონას მტკიცებით, იგი გასული 7 თვის განმავლობაში რამდენჯერმე იქნა გაუპატიურებული მისი ბიძის მიერ, რომელიც დაპატიმრებულია.
ის, რომ გოგონა ორსულად იყო, მხოლოდ ერთი თვის წინათ აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც ბავშვმა მუცლის ტკივილები დაიჩივლა და გასასინჯად საავადმყოფოში წაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.