ბარსელონაში მომხდარი ტერაქტიდან რამდენიმე წუთში გადაღებული ვიდეო მასალა GUARDIAN.GE-ს ესპანეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ მიაწოდა.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვანან ფურგონის დატაკების შემდეგ, უმწეო მდგომარეობაში, ბარსელონას ცენტრალურ ქუჩაში ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე, დასისხლიანებული ადამიანები.
პოლიციამ დაადასტურა, რომ ბარსელონაში მომხდარ ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ მცირე 13 ადამიანი და დაზიანებები აქვს მიღებული 100-მდე ადამიანს, მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა, 23-ის კი საშუალო სიმძიმის.
ესპანეთის ქალაქ ბარსელონას ცენტრში მიკროავტობუსი ხალხის ჯგუფში ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში 80კმ/სთ სიჩქარით შევარდა.
ინციდენტი ტურისტულ ზონაში, რამბლასში მოხდა. ამ დროისთვის, ერთ-ერთი ტერორისტი უკვე დაკავებულია, ხოლო მეორე ლიკვიდირებული.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
დანაშაულში ეჭვმიტანილის დაკავებამდე ესპანური მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერდა, რომ ინციდენტის რაიონში სროლების ხმა ისმოდა. სხვა ცნობის თანახმად, ორ შეიარაღებულ მამაკაცს ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მძევლები ჰყავდა აყვანილი.
სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს რომ ხალხი პანიკაშია და აქეთ-იქეთ გარბის.
გაზეთი „ელ პაისი“ წერს, რომ ხალხისთვის ფურგონის შეჯახების შემდეგ მძღოლი ფეხით გაიქცა.
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, პოლიციამ ინციდენტის მიმდებარე ტერიტორია კორდონებით შემოსაზღვრა და ფართო ქუჩის მაღაზიები დაკეტა. მათ ხალხს მოუწოდეს მოერიდონ მიმდებარე ადგილებს. ოპერაციაში ვერტმფრენია ჩართული.
რამბლასი ბარსელონაში ტურისტების მთავარი თავშეყრის ადგილია და იქ უმეტესად ხალხმრავლობაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.