შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ესპანეთის ქალაქებში - ბარსელონასა და კამბრილსში განხორციელებული თავდასხმებისას სულ მცირე 1 ამერიკელი დაიღუპა და ერთმა ჭრილობები მიიღო.
სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა დაადასტურა ამერიკის მოქალაქის სიკვდილი და გამოხატა სამძიმარი გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. მან თქვა, რომ ბარსელონაში მდებარე აშშ-ის საკონსულოს დიპლომატები ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობენ მსხვერპლთა იდენტიფიკაციის მოსახდენად და უზრუნველყოფენს სხვა ამერიკელების მიმართ დახმარებას.
სახელმწიფო დეპარტამენტმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ „რამდენიმე“ დაღუპულის ამოცნობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.