„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ადასტურებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებას იმის თაობაზე, რომ 21 აგვისტოს თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიანი კანდიდატები დასახელდება. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ „თუკი ერთად არ შევუტევთ, ბიძინა ივანიშვილი კვლავ გააყალბებს არჩევნების შედეგებს“.
„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა, რომ სრულიად ოპოზიციას არ შეუძლია იყოს ერთსულოვანი, ისეთ კატეგორიულ საკითხშიც კი, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას პრობლემას შეუქმნის. სამწუხაროა, რომ სრულიად ოპოზიციამ ვერ შეძლო პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა დამდგარიყო და ქვეყნის მომავლისთვის, თუნდაც რამე დათმობაზე წასულიყო. ასეთია საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმეტესობა, მაგრამ ყველას ერთნაირად ვერ შევაფასებ. კიდევ კარგი დარჩა რამდენიმე პოლიტიკოსი, რომელიც ადეკვატურად იმოქმედებს, რომელიც ხვდება, თუკი ერთად არ შევუტევთ, ბიძინა ივანიშვილი კვლავ გააყალბებს არჩევნების შედეგებს, კვლავ მოატყუებს ამომრჩეველს და ძალიან ცუდ შედეგებს მოიმკის ქვეყანა. მე და ის პოლიტიკოსები, რომელსაც გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის წარდგენა, შევძლებთ რეალურად დავუპირისპირდეთ ხელისუფლებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ივანიშვილმა ვეღარ შეძლოს, მოგვპაროს ის მანდატები, რომელსაც ამომრჩეველი მოგვცემს“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეკითხვაზე, ვის დაასახელებს ოპოზიცია მერობის და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამ ადამიანების ვინაობა საზოგადოებისთვის ორშაბათს გახდება ცნობილი.
ინფორმაციას პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.