ტაივანის პრეზიდენტის სასახლესთან მამაკაცმა სამურაის ხმლით დაცვის თანამშრომელი დაჭრა და სასახლეში შეჭრას შეეცადა
19-08-2017, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტაიბეიში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც პრეზიდენტის სასახლის გარეთ სამურაის ხმლის გამოყენებით სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დაჭრა.

 


დამნაშავემ, გვარად ლუ, როგორც ამტკიცებენ, ხმალი მუზეუმიდან მოიპარა. ის ჩინეთის დროშას ატარებდა და პოლიციას განუცხადა, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვას აპირებდა.

 


BBC-ის ცნობით, დაჭრილი მცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 


ტაივანი თვითგამოცხადებული ქვეყანაა, მაგრამ მას პეკინი მის მოწყვეტილ პროვინციად მიიჩნევს, რომელიც ერთ დღეს ჩინეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში იქნება მოქცეული.

 


პოლიციის ოფიციალურმა პირებმა ახალი ამბების სააგენტო AFP-ს განუცხადეს, რომ 51 წლის ლუმ ხმლის მოსაპარად ჩაქუჩი გამოიყენა, რათა ისტორიის მუზეუმში გაეტეხა ყუთი, რომელშიც სამურაის ხმალი იყო.

 

 

 


დაცვის თანამშრომლებმა დამნაშავე სასახლის შესასვლელთან შენიშნეს. როდესაც მის შეჩერებას შეეცადნენ, ლუმ ერთ-ერთი მათგანი მოპარული ხმლით მხარში დაჭრა.

 


პოლიციის თქმით, მისი მოტივი უცნობია, თუმცა მის ზურგჩანთაში ჩინეთის დროშა იპოვეს.

 


ოფიციალურმა პირმა განაცხადა: „მან თქვა, რომ პრეზიდენტის ოფისში შესვლით მისი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა სურდა“.

 


ტაივანის თავდაცვის მინისტრმა, ფენგ ში-კუანმა განაცხადა, რომ სასახლეში ინციდენტის დროს მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მინისტრი მადლობას უხდის დაცვის პოლიციის თანამშრომლებს.

 


„წარმოდგენაც მიჭირს რა მოხდებოდა, მას რომ სასახლეში ხმლით შეეღწია“, განუცხადა მინისტრმა რეპორტიორებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი