ესპანური პოლიციის განცხადებით, მძლავრ ტერორისტული ქსელს, რომელმაც მიმდინარე კვირას ესპანეთში ორი თავდასხმა განახორციელა, 120 გაზის ბალონი ჰქონდა შეგროვებული და მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით თავდასხმებში გამოყენებას გეგმავდა.
როგორც BBC იუწყება, გაზის ბალონები ქალაქ ალკანარში, იმ სახლში იქნა აღმოჩენილი, რომელსაც ტერორისტების ქსელი იყენებდა და სადაც ოთხშაბათ ღამით აფეთქება მოხდა, რის გამოც აღნიშნული გეგმა ჩაიშალა.
პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს მძღოლს, რომელმაც ქალაქ ბარსელონაში, ტურისტულ ლას რამბლასის ზონაში ფურგონი დაახლოებით 80კმ/სთ სიჩქარით შეიყვანა და 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ბარსელონაში ხუთშაბათს, შუადღისას, 13 ადამიანის დაღუპვის გარდა, პარასკევ ღამით, ქალაქ კამბრილსში მეორე ავტომანქანით განხორციელებული თავდასხმისას, ქალი გარდაიცვალა. პოლიციამ მეორე თავდასხხმაში მონაწილე 5 ეჭვმიტანილი ჯიჰადისტი ცეცხლსასროლი იარაღით ადგილზევე მოკლა.
კატალონიის პოლიციამ ასევე დაადასტურა, რომ ბრიტანელი ავსტრალიელი, 7 წლის ჯულიან კადმანი იმათ შორისაა, ვინც ბარსელონას ტერაქტს შეეწირა.
იგი მას შემდეგ იძებნებოდა, რაც დედამისი თავდასხმისას სერიოზულად დაშავდა და ოჯახმა ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.