ექსპრემიერისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“–ს დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პროექტ 20/30 -ის ფარგლებში, ექსპერტები გარკვეული მიმართულებებით, მათ შორის ნეპოტიზმისა და კორუფციის მხრივ კვლევებს ატარებენ.
ამის შესახებ ივანიშვილმა ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს საკუთარი წარსული აქვს და მინისტრად სწორედ ამის გამო დაინიშნა.
„ჩვენ ვცდილობთ ჩვენი პროექტის 20/30-ის ფარგლებშიც გარკვეული კვლევები ჩავატაროთ. თუ სადმე არის მინიშნება, რომ იყო კორუფცია ან ნეპოტიზმი, ჩვენ ჩვენის მხრივ კიდევ დამატებით გამოკვლევებს გავაკეთებთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.