სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ „დასავლეთის პროექტი“ მის ქვეყანასთან დაკავშირებით ჩაიშალა და მადლობა გადაუხადა რუსეთს და ირანს ტერორისტებთან ბრძოლაში მხარდაჭერისათვის.
როგორც რუსული „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ასადი სიტყვით დამასკოში, დიპლომატების ყრილობაზე გამოვიდა, რომელსაც პირდაპირ ეთერში სირიული ტელევიზია გადასცემდა.
„ჩვენ ამ ომში დიდი ფასი გადავიხადეთ, მაგრამ სირიაში და მსოფლიოში დასავლეთის პროექტის ჩაშლის სანაცვლოდ“, განაცხადა ასადმა.
მისი თქმით, პროექტი იმაში მდგომარეობდა, რომ სირიის ხელისუფლების სათავეში „მუსულმანთა საძმო“ მოსულიყო. მან აღნიშნა, რომ „ბრძოლა გრძელდება“ და მადლობა გადაუხადა რუსეთს, ირანს და ლიბანურ „ჰეზბოლას“ ტერორისტებთან ბრძოლაში მხარდაჭერისათვის.
„რუსეთი არ წყვეტდა სირიული არმიის მხარდაჭერას და მომარაგებას ყველა იმ აუცილებელი საშუალებებით რაც ტერორიზმთან ბრძიოლაში მისიის შესასრულებლად იყო საჭირო, და მოგვიანებით ბრძოლაში პირდაპირ მონაწილებისთვის გამოგზავნა საჰაერო ძალები და სირიის მიწას სიცოცხლე შესძინა“, განაცხადა ბაშარ ალ-ასადმა.
მან, მის მეზობელ თურქეთს უწოდა „გარანტორი, არა სამშვიდობო პროცესისა, არამედ ტერორისტების“, რომელთა მიმართაც ანკარა, პრეზიდენტის სიტყვებით, მხარდაჭერას განაგრძობს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იძულებული გახდა ჩართულიყო სამშვიდობო პროცესში ასტანაში, რათა დაიცვას მებრძოლები განგმირვისაგან, მიიჩნევს სირიის ლიდერი.
სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წლის მარტიდან გრძელდება. გაერო-ს მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში, ქვეყანაში 220,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თურქეთი, როგორც ზავის გარანტორი, რუსეთთან და ირანთან ერთად ასტანაში სირიის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.