შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება უახლოეს საათებში მოხდება, თუ ბუნებრივი პირობები ამის საშუალებას მისცემს მეხანძრეებს.
„საქართველოს ყველა რეგიონიდან დავახმარეთ ჩვენ ადგილობრივ სახანძრო და სამაშველო სამსახურებს ჩვენი თანმშრომლები. ბიჭებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს, საკმაოდ რთული მდებარეობის და რელიეფის მიუხედავად. ხანძრის გავრცელებას ძალიან უწყობდა ხელს ქარი, რომელიც ჩადგა, აღარ არის და თუკი ბუნებრივი პირობები შეგვიწყობს ხელს, უახლოეს საათებში ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იქნება“, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარ ტყეს ხანძარი გუშინ გაუჩნდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის ცეცხლი 2 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. დამწვარია ძველი ნახანძრალი და ბუჩქნარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.