თურქეთის ქალაქებს - ანტალიასა და ქემერს შორის ავტომაგისტრალზე ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც დაზიანებები აქვს მიღებული მგზავრების უმრავლესობას, მათ შორის ორი ბავშვს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
რუსული სააგენტოს ცნობით, დაშავებულთაგან 11 რუსეთის მოქალაქეა, ერთ-ერთი მათანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტობუსი, რომელსაც 26 ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი გადაჰყავდა, ბელეკისკენ მიემართებოდა.
სააგენტო „ანადოლუ“ აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალებამ გვირაბის გამოსასვლელთან ნაწვიმარ გზაზე კონტროლი დაკარგა, რაც ინციდენტის მიზეზი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.