საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელში ავტობუსების გაჩერებაზე ავტომანქანა შევარდა, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, დაზიანება მიიღო ერთმა ადამიანმა.
პოლიცია აცხადებს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია განზრახ შევარდა ფურგონი ავტობუსების სადგომზე მარსელის ძველ პორტში თუ ეს შემთხვევითობა იყო.
ტელეკომპანია BFMTV-ის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს გაეცალონ ინციდენტის რაიონს, განსაკუთრებით ძველი პორტის მიმდებარე ტერიტორიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.