მარტვილში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა
21-08-2017, 06:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტვილში, ა(ა)იპ მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, საქართველოს კიკბოქსინგისა და ტაიბოქსის ეროვნული ფედერაციის თანხმობით, კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.

 

 

მარტვილის გამგეობის ცნობით, ტურნირში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და ირანის წარმომადგენლები, ასევე მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის კიკბოქსინგის და უშუს ჯგუფების ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

 


„აღნიშნულ ტურნირზე პირველ ადგილზე გავიდნენ კიკბოქსინგის გუნდის სპორტსმენები: სალომე ჯღარკავა, ჟანა ჯღარკავა. მეორე ადგილზე გავიდნენ: გიორგი კაკულია, საბა ახალკაცი, ოთარ წოწონავა (მწვრთნელი გიგა კაკულია). ასევე პირველ ადგილზე გავიდნენ უშუს ჯგუფის სპორტსმენები: ნიკა ბაღიშვილი, ლუკა პაპავა, ტატო ბერიშვილი, პაატა ფუტკარაია, ბაკურ კეკუტია, ალექსი კვაშილავა. მესამე ადგილზე გავიდნენ: რეზი წულაია და ნიკა წულაია (მწვრთნელი დათა წულაია). გუნდური პირველი ადგილი მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის გუნდს ერგო.

 


გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით“, აღნიშნულია მარტვილის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი