ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ახალი ელჩის, ანატოლი ანტონოვის დანიშვნის ბრძანებულებას მოაწერა ხელი
21-08-2017, 07:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ახალი ელჩის, ანატოლი ანტონოვის დანიშვნის ბრძანებულებას მოაწერა ხელი.

 


ანტონოვი სერეგეი კისლიაკს შეცვლის, რომელიც აშშ-ში ელჩის პოსტზე 2008 წლიდან მუშაობს.

 

 

ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

 

 

 

„დაინიშნოს ანატოლი ივანეს ძე ანტონოვი რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვაშინგტონში ამერიკული სახელმწიფოს ორგანიზაციების რუსეთის ფედერაციის მუდმივ დამკვირვებლად“, ნათქვამია ბრძანებულების ტექსტში.

 

 

ანტონოვი ამ დრომდე რუსეთის საგარეო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. უფრო ადრე  რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე მსახურობდა. იგი კარიერული დიპლომატია.

 

 

ანტონოვი 1955 წელს დაიბადა. იგი პოლიტიკურ მეცინიერებათა დოქტორია, გააჩნია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.  ფლობს ინგლისურ

და ბირმანულ ენებს.

 

 

ამერიკაში თითქმის 9 წლის განმავლობაში მოღვაწე ელჩი კისლიაკი ტრამპის საარჩევნო კამპანიის სკანდალში გაეხვა. ამერიკული პრესა მასზე, როგორც რუსეთის ინტერესების მძლავრად გამტარებელზე წერდა. ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ფლინი თანამდებობიდან მას შემდეგ წავიდა, რაც თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ფლინმა სრულად არ მოუყვა ამერიკულ სპეცსამსახურებს კისლიაკთან საუბრის შინაარსი.

 

 

აშშ-ის მასობრივი ინფორმაციების საშუალებები სპეცსამსახურების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერდნენ, რომ კისლიაკი „დაზვერვის თანამშრომელი“ და ე.წ. დამვერბოვკებელი იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი