თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ ქოჩიაშვილმა მოადგილეებთან, კახაბერ კუპატაძესა და მანუჩარ რობაქიძესთან ერთად, დღეს გამგეობის სხდომათა დარბაზში ჩატარებულ თათბირზე მუნიციპალიტეტში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე სამსახურის უფროსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებისგან ერთი კვირის მანძილზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.
თერჯოლის გამგეობის ცნობით, თათბირზე, რომელსაც სამსახურის უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებელის წარმომადგენლები, ა(ა)იპების ხელმძღვანელები და ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სოფლებში მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.