სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას აზერბაიჯანული ვერტმფრენიც მიიღებს.
როგორც მაჭუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, უცნობია, შეძლებს თუ არა აზერბაიჯანული ვერტმფრენი ღამის საათებში მუშაობას.
„ჩვენ ველოდებით ვერტმფრენს, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ გამოყო ჩვენს დასახმარებლად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის ამჟამად გზაშია. შეძლებს თუ არა ის ღამით მუშაობას, ეს ამ დროისთვის ჩემთვის უცნობია, რადგან არ ვიცი მისი ტექნიკური მონაცემები”, განაცხადა აკაკი მაჭუტაძემ, რომლის თქმითაც, ცეცხლის ჩაქრობა ძლიერი ქარის გამო გართულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.