გიორგი კვირიკაშვილი: „გამთენიისას თურქეთიდან 2 ვერტმფრენი, აზერბაიჯანიდან 1 ვერტმფრენი დაგვემატება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს და ცეცხლს გავუმკლავდებით“
21-08-2017, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად სამშაბათ დილიდან საქართველოს თურქული მხარეც დაეხმარება. ამის შესახებ სტიქიის ზონაში ჩასულმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვრიკაშვილმა განაცხადა.

 


პრემიერმა თქვა, რომ დამატებითი ტექნიკა მეზობელი აზერაბიჯანიდანაც შემოვა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება.

 


„იქ, სადაც მოსახლეობასთან ახლოსაა ცეცხლის კერა, იქ ტექნიკა განლაგდება, დილით უთენია თურქეთიდან 2 ვერტმფრენი, აზერბაიჯანიდან კი 1 ვერტმფრენი დაგვემატება. გარდა ამისა, მძიმე ტექნიკა აბსოლუტურად მობილიზებულია, ვფიქრობთ, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს და ცეცხლს გავუმკლავდებით“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

ცოტა უფრო ადრე კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.

 

 

ამ დროისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მყოფი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის სხდომას მართავს. 

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი ორშაბათ საღამოს მას შემდეგ შეიქმნა, რაც ხანძარმა მასშტაბურის ხასიათი მიიღო.  

 


შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

 


საგანგებო შტაბი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი