ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას განცხადებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი.
„მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები. სამი ვერტმფრენი მუშაობს - 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული. ასევე ველოდებით დახმარებას თურქეთიდან 2 ვერტმფრენის სახით. ქარის გამო, ალაგ-ალაგ აალებები ხდება და ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება მყისიერად ხდება. ძლიერი ქარის გამო ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ, რომ ლოკალიზება მოვახდინოთ. შექმნილია პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. გაკეთდა გზები, შევიყვანეთ ტექნიკა და ყველანაირი გზით ვებრძვით სტიქიას. მე ვფიქრობ, 12 ჰექტარზე მეტია ამ ეტაპზე დამწვარი ხანძრის შედეგად”, აცხადებს თორნიკე გვაზავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.