შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, ბორჯომის ხეობაში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დილიდან ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი ჩაერთო.
„აალება ისეთი ძლიერი არ არის, ადგილ-ადგილ შესაძლებელია რომ იყოს, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს. რაც მთავარია, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ დღეს დილიდან მობილიზებული გვყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი, რომელიც ჩაერთო ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში. მუშაობს სპეც-ტექნიკა, რომელმაც 3 კილომეტრი გზა გაჭრა ტყეში იმისთვის, რომ სახანძრო მანქანები მიდგომოდნენ ხანძრის კერებს. ხანძრის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე შეიძლება იყოს - ეს არის დამოკიდებული ასე ვთქვათ ბუნებაზე და კლიმატურ პირობებზე. გამთენიისას, თურქეთის სახანძრო ვერტმფრენები უნდა გამოფრენილიყო, მას შეუშალა ხელი კლიმატურმა პირობებმა - უამინდობამ, მაგრამ ისინი, მიუხედავად ამისა, ცოტა მოგვიანებით გამოფრინდნენ, ისინი უკვე ჰაერში არიან, რამოდენიმე საათში იქნებიან ბათუმში, შემდეგ უკვე შემთხვევის ადგილზე შემოუერთიდებიან ჩვენს ავიაციას“, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.