სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამინისტროს ტექნიკა სრულად არის მობილიზებული და ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული.
მინისტრის განმარტებით, ტექნიკა, რომელიც საირიგაციო სამუშაობის განსახორციელებლად გამოიყენება, დღეს ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობს.
„აღნიშნული ტექნიკა ხანძრის კერებში დამატებით წყლის რესურის მიწოდების საშუალებას იძლევა. ხანძრის ლოკალიზებას ართულებს ქარიანი ამინდი და რელიეფი. ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. ჩვენთვის უმთავრესია მაქსიმალურად სწრაფად შევძლოთ ტყის მასივების გადარჩენა“, განაცხადა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სტიქიის ადგილეზე იმყოფება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ბორჯომის ხეობაში სამინისტროს კუთვნილი 15 ერთეული სატუმბი, 2 ლაფეტი, 10 ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკაა მობილიზებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.