პრემიერ მინისტრის თქმით, რუსულმა მხარემ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა
22-08-2017, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის მზადყოფნა რუსულმა მხარემაც გამოთქვა.

 

 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, იმის გამო, რომ ქართულ მხარეს აზერბაიჯანული, თურქული და სომხური მხარე ეხმარება, რუსეთის დახმარება საჭირო აღარ გახდა.

 


რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და და ყველა ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ ამ დახმარების პირობებში არ გახდა საჭირო დახმარება. ამიტომ, ჩვენ ამ ძალებით ამას ყველაფერს ავუვალთ და ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის“, განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელიც სტიქიის ზონაში ორშაბათ ღამით ჩავიდა. 

 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყის მასივში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს უკვე მესამე დღეა ებრძვიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი