ჩვენ ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
პრემიერი, რომელიც ამ წუთებში სტიქიის ზონაში იმყოფება, აცხადებს, რომ ის თუ რამდენად სწრაფად მოხდება ცეცხლის ლოკალიზება, ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, თურქეთისა და აზერბაიჯანის გარდა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხური მხარეც ჩაერთვება.
„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, პირველი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანისგან - ეს არის ვერტმფრენი და სახანძრო მანქანები, რომლებიც ახლა გზაშია, ვერტმფრენი კი, უკვე მთელი დღეა მუშაობს. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება თურქეთისგან, 2 ვერტმფრენი უკვე ბათუმშია, ცოტა ხანში ჩამოვა და ჩაერთვება სახანძრო ოპერაციაში. ასევე დღეს, დღის ბოლოს ჩამოფრინდება მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა, თურქეთის პრემიერ მინისტრმა მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე მინდა ვთქვა, რომ სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია. ასე რომ, საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული, მე ვფიქრობ, მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არ არის, უბრალოდ, ქარზე და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული რამდენად ჩქარა შევძლებთ ცეცხლის ლოკალიზებას და შემდეგ ჩაქრობას. გარდა ამისა, ამ ოპერაციებში ჩართულია როგორც სამაშველო სამსახური - მაშველი-მეხანძრეები, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მებრძოლები, ასევე ჩართულია სატყეო დეპარატამენტი და მოხალისეთა მობილიზების საკითხი არ დგას. აქ არის ძალიან სპეციფიური პროფესიული სამუშაო, რასაც ყველა ეს ადამიანი წარმატებით ართმევს თავს და რა თქმა უნდა, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო", განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.