თუ საჭიროება გახდება, გვაქვს პირბადეების მარაგი, რომელსაც დავურიგებთ მოსახლეობას, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გააკეთა.
დავით სერგეენკოს თქმით, სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხის კონტროლი ხორციელდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ლოკალიზაციისკენ ტენდენცია გაჩნდა, მშრალი ამინდი და ქარი ართულებს შედეგის განმტკიცებას. ვფიქრობ, რომ საღამოსკენ უფრო ხელმოსაჭიდი შედეგები გვექნება. ჩვენ ვაკონტროლებთ და მჭიდრო მონიტორინგში გვაქვს ჰაერის ხარისხი, კვამლის მიმართულებამ მოიმატა. თუ საჭიროება გახდება, გვაქვს პირბადეების მარაგი, რომელსაც დავურიგებთ მოსახლეობას,“ განაცხადა დავით სერგეენკომ.
სოფელ დაბაში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები. ამ დრომდე მედპერსონალის დახმარების საჭიროება არ დამდგარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.