იტალიის კუნძულ ისკიაში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ მაშველებმა სამი მცირეწლოვანი ძმიდან ბოლო, ყველაზე უფროსი ძმის ნანგრევებიდან ამოყვანის ოპერაცია ჩაატარეს.
როგორც BBC იუწყება ყველაზე უმცროსი, 7 თვის ჩვილი ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე გადაარჩინეს, რამდენიმე საათის შემდეგ რაც კუნძულზე 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მისი 8 წლის დედ-მამიშვილი მოგვიანებით, დილის საათებში უვნებლად ამოიყვანეს ნანგრევებიდან და ბოლოს, შუადღისას, მაშველებმა ყველაზე უფროსი ძმა, 11 წლის ბიჭიც გადაარჩინეს.

იტალიის კუნძულზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი, ორთავე ქალბატონი, დაიღუპა და 39-მა დაზიანებები მიიღო.
მიწისძვრა 4.0 მაგნიტუდის სიძლიერისა იყო. მიწისძვრამ ეკლესია და საავადმყოფო დააზიანა.
კუნძულზე 50,000 ადამიანი ცხოვრობს და ის ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ადგილია.
ერთ-ერთმა ტურისტმა „ტვიტერზე“ დაწერა: „საშინელება იყო, ყველაფერი ირყეოდა. სახლები ინგრეოდა... ღამის კოშმარი“.
სხვა ტურისტებმაც დაწერეს სოციალურ ქსელში. „სავარძელში ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი. შუქები წავიდა, ყველაფერი ირყეოდა, რაღაც დამეცა თავზე. ვიყვირე, დედაჩემმა დამიჭირა და გარეთ გავიქეცით“.
ერთ-ერთი ქალბატონი ეკლესიის ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა, მეორე ქალი კი კორპუსის ნანგრევების მსხვერპლი გახდა.
გადარჩენილებიდან ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალი აღმოჩნდა.
კუნძულის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საავადმყოფო „ლაკო ამენოდან“ ევაკუაცია განხორციელდა და დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას გარეთ უწევდნენ. რამდენიმე დაშავებული სხვა ადგილზე გადააფრინეს.

იტალიურმა წითელმა ჯვარმა განაცხადა, რომ ადგილობრივ ადმინიისტრაციასთან ერთად მუშაობდა.
კუნძულზე მცირე ხანძრები მეხანძრეებმა სწრაფადვე ჩააქრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.