პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი მიიღო. მან საქართველოში მისია დაასრულა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა განიხილეს და თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი, ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კესტუტის იანკაუსკასს საქართველოში EUMM-ის მისიის ხელმძღვანელის რანგში შესრულებული სამუშაოსათვის, და საქართველოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლისა და ეფექტიანობის გაზრდის, ასევე საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა კესტუტის იანკაუსკასს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.